ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
საუკეთესო თერთეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში პენალტი მოიგერია და ეროვნულ გუნდს ქულა მოუპოვა.
მეკარე: მამარდაშვილი (საქართველო) - 9.2
მცველები: ჰისაი (ალბანეთი) - 7.9, მაკკონვილი (ჩრდილოეთ ირლანდია) - 8.4, სავიჩი (მონტენეგერო) - 8.5, ჰანცკო (სლოვაკეთი) - 8.8
ნახევარმცველები: ასლანი (ალბანეთი) - 10, ოლისე (საფრანგეთი) - 10. მანზამბი (შვეიცარია) - 8.8, ნდოიე (შვეიცარია) - 8.8, დუე (საფრანგეთი) - 8.9
თავდამსხმელი: კეინი (ინგლისი) - 8.9
