მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი თვლის, რომ წლის ოქროს ბურთი ჰარი კეინმა უნდა მიიღოს.
ინგლისელთა ფორვარდმა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დუბლი გაუტანა (3:0).
მიმდინარე სეზონში კეინს საკლუბო და სანაკრებო დონეზე (ბაიერნსა და ინგლისის ნაკრებში) ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს - ჩატარებულ 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ჰარი კეინის სტატისტიკა უბრალოდ სიგიჟეა...
მან აუცილებლად უნდა მიიღოს ოქროს ბურთი, - დაწერა ფერდინანდმა X-ის პირად გვერდზე.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.