ხვიჩა კვარაცხელია წლევანდელი ოქროს ბურთის კანდიდატია და პრესტიჟული ჯილდოს მოსაგებად იბრძვის.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავზე ცნობილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის შანსები შეაფასა.
სიომინის თქმით ობიექტურები რომ ვიქნებით, ხვიჩა ოქროს ბურთს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. თუმცა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიას ერთადერთი მინუსი გადამწყვეტ მატჩებში არყოფნაა, რაც საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას იქონიებს.
რაც შეეხება ავტორიტეტულ გამოცემებს, ქართველი გარემარბის პოზიციები საკმაოდ მაღალია. Goal ის რეიტინგში ხვიჩა მეათე ადგილს იკავებს, ხოლო Givemesport ის 20 მოთამაშიან სიაში ის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ბუკმეკერების ვარაუდით ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები კილიან მბაპე, ლამინ იამალი და ჰარი კეინი არიან. წლის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო დაჯილდოება კი 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.