ბუდაპეშტში გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ უნგრულმა მედიამ (Fociclub) ვრცელი ანალიტიკური პუბლიკაცია მიუძღვნა ორი გუნდის ლიდერების, დომინიკ სობოსლაისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას.
გამოცემის შეფასებით, ეს თამაში არამხოლოდ სატურნირო ქულებისთვის ბრძოლა, არამედ ორი მსოფლიო დონის ფეხბურთელის გამორჩეული შეხვედრაა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სობოსლაი და კვარაცხელია თავიანთი ქვეყნების უპირობო სახეები და ლიდერები არიან. ორივე ფეხბურთელი 25 წლისაა, ორივე ევროპულ გრანდში (ლივერპული და პსჟ) გამოდის და ნაკრებში კაპიტნის სამკლაურით თამაშობს.
ჟურნალისტები ხაზს უსვამენ მათ მსგავს გზასა და იმ უდიდეს გავლენას, რასაც ისინი ეროვნული ფეხბურთისა და ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე ახდენენ:
სობოსლაიც და კვარაცხელიაც ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მომენტის არაფრისგან შექმნა შეუძლიათ. ორივე ფლობს იმ შემოქმედებით პოტენციალს, რომელსაც ყველაზე კარგად ორგანიზებული გუნდების დაცვის თამაშის დარღვევა შეუძლია.
უნგრეთის ნაკრების ხელში ყველაზე მძლავრი იარაღი შეიძლება გახდეს სობოსლაის დრიბლინგები, პასები და შორეული დარტყმები, საქართველოს ნაკრებისგან პრობლემები კი შესაძლოა კვარაცხელიას ფინტებმა, ცრუმოძრაობებმა და მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა შექმნას. სობოსლაისა და კვარაცხელიას ისტორია უბრალო სანაკრებო მატჩის ფარგლებს სცდება. ერთმანეთს ხვდება ორი ფეხბურთელი, რომელთა სახელები ნაციონალური ფეხბურთის სიამაყის სინონიმებად იქცა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.