• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ უჩივლა მბაპემ პსჟს და როგორ დასრულდა 61 მილიონიანი დავა
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ უჩივლა მბაპემ პსჟს და როგორ დასრულდა 61 მილიონიანი დავა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფრანგულმა სასამართლომ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ხმაურიან იურიდიულ დავას საბოლოო წერტილი დაუსვა.


მადრიდის რეალის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს სარჩელი პარი სენ ჟერმენის მენეჯმენტის წინააღმდეგ, რომელიც მორალურ შევიწროებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ფრანგული გამოცემა ლეკიპის ცნობით, სასამართლომ საქმე მტკიცებულებების უკმარისობის გამო დახურა. მბაპე ყოფილ კლუბს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სამუშაო ადგილზე შევიწროებაში ადანაშაულებდა.

მბაპეს ადვოკატებმა ეს სარჩელი 61 მილიონი ევროს დავალიანებასთან დაკავშირებული პროცესის პარალელურად შეიტანეს, თუმცა მოგვიანებით ის უკანვე გამოიტანეს. პროკურატურამ გამოძიება დამოუკიდებლად გააგრძელა, მაგრამ მაისში მოსამართლეებმა საქმის წარმოება შეწყვიტეს, რადგან მოსარჩელე საქმეს მხარს თავად აღარ უჭერდა.

ამ საქმის ფესვები 2022 და 2023 წლების სეზონის დასაწყისიდან მოდის. პარი სენ ჟერმენის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მბაპე პირველი გუნდიდან მოეკვეთა და სხვა გარიყულ მოთამაშეებთან ერთად ევარჯიშებინა, რადგან მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. მბაპე კლუბის მენეჯმენტს ადანაშაულებდა, რომ მათ მისი იძულება სურდათ ან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, ან სოლიდური თანხის სანაცვლოდ წასულიყო, რადგან მისი უფასოდ დაკარგვის ეშინოდათ.

ეს სიტუაცია კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე საქმეში ჩაერია და ფეხბურთელი ძირითად გუნდს დაუბრუნა. ამან მბაპეს სეზონის დასრულების და 2024 წლის ზაფხულში მადრიდის რეალში უფასოდ გადასვლის საშუალება მისცა.

პარი სენ ჟერმენმა თავის მხრივ ფეხბურთელს ხელფასის ნაწილი და ბონუსები დაუკავა. კლუბში მიიჩნევდნენ, რომ ეს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთან დადებული სიტყვიერი შეთანხმების ნაწილი იყო პირველ გუნდში დაბრუნების სანაცვლოდ. ამან მბაპე აიძულა ფართომასშტაბიანი იურიდიული კამპანია დაეწყო.

ფეხბურთელმა შევიწროების შესახებ სარჩელის უკან გატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შრომითმა სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო და პარი სენ ჟერმენს დავალიანების სახით 61 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება მხარეებს შორის ყველა იურიდიულ დავას ოფიციალურად ხურავს. ამით სრულდება ისტორია, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც მბაპე მონაკოდან პარიზში 180 მილიონ ევროდ გადავიდა, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საფრანგეთის ჩემპიონატი შვიდჯერ მოიგო, სანამ კარიერის ახალ ეტაპს მადრიდის რეალის მაისურით დაიწყებდა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მბაპე
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარაცხელია სამეულს მიღმა - ბრიტანელების მოულოდნელი რეიტინგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია სამეულს მიღმა - ბრიტანელების მოულოდნელი რეიტინგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ალ-ხელაიფიმ სამი ფეხბურთელი გამოარჩია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ალ-ხელაიფიმ სამი ფეხბურთელი გამოარჩია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„პოლიტიკურ კამპანიას წააგავს“ - რატომ აკრიტიკებენ მბაპესა და იამალს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„პოლიტიკურ კამპანიას წააგავს“ - რატომ აკრიტიკებენ მბაპესა და იამალს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა არის ხვიჩას ერთადერთი მინუსი ოქროს ბურთის მოსაგებად

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა არის ხვიჩას ერთადერთი მინუსი ოქროს ბურთის მოსაგებად
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 სექ, 2026

კვარაცხელია სამეულს მიღმა - ბრიტანელების მოულოდნელი რეიტინგი

News image

30 სექ, 2026

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ალ-ხელაიფიმ სამი ფეხბურთელი გამოარჩია

News image

8 სთ წინ

„პოლიტიკურ კამპანიას წააგავს“ - რატომ აკრიტიკებენ მბაპესა და იამალს?

News image

2 სთ წინ

რა არის ხვიჩას ერთადერთი მინუსი ოქროს ბურთის მოსაგებად

კომენტარები

ლინკის დაკოპირება