პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ოქროს ბურთის წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა და პარიზული კლუბიდან სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებიც მისი აზრით, ამ პრესტიჟულ ჯილდოს იმსახურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მან კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მიმართ პატივისცემა გამოხატა და ისინი საოცარ მოთამაშეებად შეაფასა, მან უპირატესობა საკუთარ გუნდელს მიანიჭა:
ოქროს ბურთი ვინ უნდა მოიგოს? სხვა კლუბებთან პრობლემებს შემიქმნით. კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მსგავს ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემ. ისინი გამორჩეული მოთამაშეები არიან. კილიანს ძალიან კარგად ვიცნობ. ის საოცარი, უაღრესად ნიჭიერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
თუმცა, ჩემს ერთ-ერთ მოთამაშეს ავირჩევდი. სამი ვარიანტი გვყავს: დემბელე, კვარა და ფაბიან რუისი. ფაბიანი ერთადერთია, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ვფიქრობ, დემბელე, კვარა და ფაბიანი ოქროს ბურთს იმსახურებენ, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს. შესანიშნავად ითამაშეს და ფანტასტიურები იყვნენ.
ოქროს ბურთის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში გაიმართება, ხოლო გამარჯვებულის ვინაობას 26 ოქტომბერს გავიგებთ.