ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე, მადრიდულმა გამოცემა Marca-მ თავის მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.
233 000-ზე მეტმა მონაწილემ არჩევანი 30 ნომინანტს შორის გააკეთა. მადრიდული პროფილის გამოცემის მიუხედავად, პირველ ადგილზე ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინ იამალი გავიდა, რომელმაც ხმათა 29% (67 494 ხმა) მოაგროვა.
რეალის ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე, მეორე ადგილს დასჯერდა ხმათა 19%-ით (43 155 ხმა). მესამე პოზიცია პსჟ-სა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა დაიკავა (13%), ხოლო ოთხეული ჰარი კეინმა (8%) შეავსო.
ხუთეულში ასევე მოხვდა ლიონელ მესი (8%), რომელსაც მოჰყვებიან როდრი (7%), პაუ კუბარსი (4%), ჯუდ ბელინგემი (2%) და ხვიჩა კვარაცხელია (2%).