მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება ორ მასშტაბურ სკანდალზეა მიპყრობილი: მანჩესტერ სიტის ფინანსური დარღვევები ინგლისში და ბარსელონას ნეგრეირას საქმე ესპანეთში.
ბევრი სვამს კითხვას, რატომ ემუქრება ინგლისურ კლუბს პრემიერლიგიდან დაქვეითება, მაშინ როდესაც ესპანეთში ბარსელონას მიმართ სპორტული სანქციები ჯერ არ გატარებულა.
მთავარი განსხვავება კანონმდებლობაშია. ესპანური სპორტული კანონით, დარღვევებზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს, რის გამოც ადგილობრივმა ფედერაციამ ბარსელონას სპორტული სასჯელი ვეღარ დააკისრა. თუმცა საქმეს ესპანეთის სამოქალაქო სასამართლო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად იძიებენ.
მანჩესტერ სიტის შემთხვევაში კი ინგლისის პრემიერლიგას ხანდაზმულობის ვადა არ შეზღუდვია. 114 მუხლში დამნაშავედ ცნობის შემდეგ, კლუბს უმკაცრესი სპორტული სანქციები ელოდება.