ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა GiveMeSport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების განახლებული რეიტინგი შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ საპატიო ადგილი დაიკავა.
ქართველი შემტევი პლანეტის საუკეთესო გარემარბებს შორის მეოთხე ადგილზე დასახელდა. ის მხოლოდ ლამინ იამალს, უსმან დემბელესა და მაიკლ ოლისეს ჩამორჩა.
გამოცემის აღნიშვნით, ნაპოლის სკუდეტოს ტრიუმფში შეტანილი უდიდესი წვლილის შემდეგ, ხვიჩამ უმაღლესი დონე და სტაბილურობა მომდევნო სეზონებშიც შეინარჩუნა. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, კვარაცხელიას დრიბლინგი, სისწრაფე და ბურთთან მოპყრობის ტექნიკა მას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო იარაღად აქცევს.