დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრები 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს სტუმრად გამართავს.
გიორგი ადამიას გაწვრთნილი გუნდი ბილეფელდში, შიუკო არენაზე ჯგუფის ლიდერს, გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ჯგუფში გერმანელები 24 ქულით პირველ ადგილს იკავებენ, ხოლო საქართველოს ნაკრები 10 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს, ხოლო შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.