ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს მატჩის (0:0) დასრულების შემდეგ მაიკლ ო’ნილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბელფასტში გამართული შეხვედრის შემდეგ ირლანდიელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად წარმატებული სტატისტიკისა, გუნდი მოგებას იმსახურებდა:
იმედგაცრუებულები ვართ, რომ მატჩი ვერ მოვიგეთ. ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში საკმარისი გავაკეთეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა განსაკუთრებით მეორე ტაიმი უნდა გავაანალიზოთ. თამაში იმაზე მეტად გავხსენით, ვიდრე გვსურდა, მეტოქეს კი მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავდა.
ო’ნილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე რვა ქულა და ოთხი მატჩი გაშვებული გოლის გარეშე კარგი შედეგია, შინ მოგებული შეხვედრების უქონლობა მაინც გულსატკენია.
მისივე თქმით, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე პერიოდულად მაღალ კლასს აჩვენებდნენ და დაცვაში თამაშით მეტოქემ მძიმე წუთები გამოიარა.