კომპანიმ ოქროს ბურთსა და ჰარი კეინისა და მაიკლ ოლისეს კანდიდატურებზე ისაუბრა.
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰარი კეინისა და მაიკლ ოლისეს ოქროს ბურთის ჯილდოზე წარდგენის შესახებ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.
ბუნდესლიგის უახლოესი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხმათა მიცემის პროცესი უკვე დასრულებულია და შედეგებზე გავლენას ვეღარაფერი მოახდენს, თუმცა მისი სურვილია, რომ პრესტიჟული ჯილდო ბაიერნის ფეხბურთელს გადაეცეს.
კომპანიმ აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ აღიარებაზე მეტად მისთვის გუნდური წარმატება პრიორიტეტულია:
ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდთან ერთად ტიტულები მოვპოვოთ. ჰარის და მაიკლს კარგად ვიცნობ, ისინიც ზუსტად ამ აზრზე არიან.
მიუნხენური კლუბის ლიდერები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან და მათი წარმატება კლუბის ამბიციურ გეგმებში გადამწყვეტ როლს თამაშობს.