საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრისტოფ დიუგარი უკმაყოფილოა იმით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩის წინ, გუნდის მომზადებას ახლა აკრიტიკებს, როდესაც დიდიე დეშამმა მთავარი მწვრთნელის პოსტი უკვე დატოვა.
„მისი 14 წელი წარმატებული იყო, განსაკუთრებით სტაბილურობის თვალსაზრისით, თუმცა ის 5 ან 6 წლით დიდხანს დარჩა, ვიდრე საჭირო იყო.
ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ლაპარაკობენ, ეს არგენტინასთან თამაშის დროს უნდა გაეკეთებინათ [2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში], როდესაც 80 წუთის განმავლობაში ბურთი საერთოდ არ გვინახავს. იგივე ეხება ბოლო ევროსაც, სადაც ჩანდა, რომ სუსტები ვიყავით. თუ სათამაშო გეგმაზე წუწუნებ, მის შეცვლას უფრო ადრე უნდა ითხოვდე, მწვრთნელთან უნდა მისულიყავი და აგეხსნა, რა ხდებოდა. ეს უფრო ადრე უნდა გაგეკეთებინათ.
თამაშის ხარისხზე ცოტა თუ საუბრობდა. გვახსენებდნენ: „ხომ ვიგებთ, თამაშის ხარისხი ფეხებზე გვკიდიაო!“
ახლა, როდესაც ალაპარაკდნენ, უკვე ძალიან გვიანია. ეს საკითხი უფრო ადრე უნდა დაგეყენებინათ! არგენტინასთან განცდილი დამცირება თუ ესპანეთთან ორჯერ ჩატარებული მატჩები, სადაც უბრალოდ არაფრისმაქნისები ვიყავით - თქვენ, ფეხბურთელები, ზუსტად ისეთსავე პასუხისმგებლობას ატარებთ, როგორსაც დეშამი", - განაცხადა დიუგარიმ.