საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ერთა ლიგაში იტალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრა (1:1) შეაფასა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ასეთია ფეხბურთი. მატჩი გამარჯვებამდე უნდა მიგვეყვანა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. თამაში ძალიან კარგი იყო, ჩემი მოთამაშეები სამაგალითოდ მოქმედებდნენ. გული მწყდება მათ გამო, რადგან მოედანზე ყველაფერი გაიღეს.
პირველ ტაიმში ბურთს ვფლობდით, თუმცა ამას შედეგი არ მოჰქონდა და შესვენებაზე სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობდით.
მეტოქისთვის დარტყმის მიყენებისთვის თავისუფალი სივრცეების გამოყენებაა საჭირო. რაც შეეხება თამაშს, ჩანაფიქრი განვახორციელეთ, ხოლო მათ საკუთარი ფეხბურთი ითამაშეს - დაცვითი, „იტალიური“. სერიოზული საფრთხის ქვეშ არ დავმდგარვართ.
მთელი მატჩის განმავლობაში კარგად თამაშობ, სწორ რაღაცებს აკეთებ და უეცრად მცირე დაბრკოლება ჩნდება, რამაც ოდნავ დაგვაბნია. გამიცრუა თუ არა იმედი ლუკას და კუნიამ? არა, მე ყურადღება დანარჩენ კომპონენტებზე მაქვს გადატანილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც ყველა ჩემს ფეხბურთელში დავინახე. ძალიან კმაყოფილი ვარ. მათ შეუძლიათ იამაყონ იმით, რაც ამ საღამოს თამაშის შინაარსის თვალსაზრისით აჩვენეს", - განაცხადა ზიდანმა TF1-ის ეთერში.