ერთა ლიგის მე-4 ტურში საფრანგეთმა შინ ბელგია გაანადგურა.
სტად დე ფრანსზე გამართული დაპირისპირება მამლების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ბელგია 35-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 77-მდე იგებდა, თუმცა შემდეგ ზიდანის გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.
დუბლით თავი მაიკლ ოლისემ გამოიჩინა, თითო გოლი კი დუემ და შერკიმ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით საფრანგეთმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეზე იტალიაა 7 ქულით, ბელგია კი 6-ით მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფს 0 ქულით თურქეთის ნაკრები ხურავს, რომელმაც ქვედა დივიზიონში დაქვეითება თითქმის უკვე ოფიციალურად „გაინაღდა".