VIDEO: ისტორიული სენსაცია - არსენალი მე-4 დივიზიონის გუნდთან გავარდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისი ლიგის თასის 66-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა.
არსენალი ტურნირიდან ფლიტვუდ თაუნმა გამოაგდო. ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონის, ლიგა 2-ის წარმომადგენელმა პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი პენალტების სერიაში დაამარცხა.
ფლიტვუდ თაუნი კი კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში.
გუნდმა ჰაიბერის სტადიონზე ლონდონის არსენალი პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა, მას შემდეგ, რაც ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის დასაწყისში სტადიონის თავზე დრონის გამოჩენის გამო თამაში მცირე ხნით შეფერხდა, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლები თანდათან გააქტიურდნენ.
თავდაპირველად მარკ ჰელმმა შორიდან ილან მელიეს კარის აღება სცადა, შემდეგ კი ლუის მაკკანის ჩაწოდების შედეგად აარონ ლუპალო-ბის ჰქონდა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა.
21-ე წუთზე სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა ანგარიში, მარლი სალმონს გასცდა და მელიეს კარი აიღო, რითაც ფლიტვუდ თაუნი დააწინაურა.
მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში ვიქტორ გიოკერეშმა კედახ ო’ნილის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
მოგვიანებით ფლიტვუდის მეკარე ჯეი ლინჩმა შესანიშნავი ორმაგი სეივით მაქს დაუმანისა და კაი ჰავერცის დარტყმები მოიგერია.
ლუპალო-ბიმ კიდევ ერთხელ შეძლო ბურთის კარში გაგზავნა, თუმცა მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
შეხვედრის მიწურულს არსენალი 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან მაქს დაუმანი მოედნიდან გააძევეს. ლინჩმა ბენ უაიტის დარტყმაც მოიგერია და მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.
პენალტების სერიაში ფლიტვუდის მხრიდან რონან კოფლანმა, ჰარისონ ნილმა, უილ დევისმა და ენდი კენონმა თავიანთი დარტყმები ზუსტად შეასრულეს, ხოლო ჯეი ლინჩმა არსენალის მე-4 პენალტი, რომელიც ბრუნო გიმარაეშმა დაარტყა, მოიგერია.
გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კონორ ჰოუგიმ გაიტანა, რითაც ფლიტვუდ თაუნს ისტორიული გამარჯვება მოუტანა და გუნდი ინგლისის ლიგის თასის საუკეთესო 8 გუნდს შორის გაიყვანა.