უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ალიანც არენაზე არსენალი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ებერეჩი ეზემ გახსნა, რომელმაც მე-10 წუთზე ტრავმირებული ბუკაიო საკა შეცვალა.
35-ე წუთზე ჰარი კეინის პასის შემდეგ ანგარიში ალფონსო დევისმა გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
61-ე წუთზე არსენალის კართან დანიშნული პენალტი ჰარი კეინმა შეასრულა ზუსტად და ტოტენჰემის დღეები გაიხსენა.
82-ე წუთზე კი ვიქტორ გიოკერესის პასის შემდეგ თავი დეკლან რაისმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ არსენალს 7 ქულა აქვს და ლიგის ფაზის ცხრილში მე-7 ადგილზეა, ბაიერნი კი 5 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
25' ეზე 0-1
35' დევისი 1-1
61' კეინი 2-1
82' რაისი 2-2