არსენალი პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ ვითარებას აკვირდება.
უცხოური პრესის ცნობით (Foot01, TeamTalk), ქართველ შემტევზე ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ იმოქმედა, რომლის მიხედვითაც იგი ყველა პრინციპულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ გვხვდება.
მაგალითად, მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, სტრასბურგთან უკანასკნელ შეხვედრაში კი კვარაცხელიამ მოედანი შეცვლისას იმედგაცრუებულმა დატოვა.
TeamTalk-ის ინფორმაციით, არსენალი ხედავს შანსს, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველი ფეხბურთელის დამატება სცადოს, რადგან მეთოფეებისთვის ცნობილია კვარაცხელიას ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის მიმართ. არსენალის ყოფილი მცველი ჟილ გრიმანდი მიიჩნევს, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს, ხოლო მხარეები რამდენიმე თვეა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ.
ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი პარიზში დარჩენაზე უარს იტყვის.