ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი პარკ დე პრენსზე ბარსელონას მიიღებს.
უეფას ოფიციალური გვერდი გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
პსჟ - საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ზაირ-ემერი; ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ბარსელონა - ჟოან გარსია; ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ; როდრი, პედრი; იამალი, ფერმინ ლოპესი, გორდონი; რაფინია.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში, სლოვან ბრატისლავასა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, ლუის ენრიკემ ქართვეელი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დატოვა.
პსჟ-სა და ბარსელონას მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.
როგორ უნდა მოიქცეს პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?