VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში იბერია 1999 გორში დილას ესტუმრა.
ანგარიში შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, კერძოდ 42-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში გიორგი ქობულაძის დაბალი პასის შემდეგ სტუმრები ამირან ძაგანიამ დააწინაურა და იბერიას ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმის სტარტზე თბილისურმა გუნდმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. 51-ე წუთზე ლუკას კაფეს საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა და რიკოშეტით გორელთა კარში შევარდა.
მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და იბერიამ დილა 0-2 დაამარცხა.
ამ მოგებით ლევან კორღალიძის გუნდს 52 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან რუსთავს გაუთანაბრდა, ლიდერ დინამო ბათუმს კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო მატჩს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 22 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კონფერენს ლიგის ეგიდით გამართავს.