მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მცველი, სერხიო რამოსი, შესაძლოა ხეტაფეს შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანურმა კლუბმა, რომელიც კონფერენს ლიგაზე იბერია 1999-ის მეტოქეა, უკვე დაიმატა რეალის სხვა ლეგენდა, დანი კარვახალი.
ახლა კი, კლუბი სერხიო რამოსის დამატებაზეც მუშაობს და მის მიმართ ინტერესი კლუბის პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა დაადასტურა:
მის აგენტს ვესაუბრე, რომელიც მისი ძმაც არის. ის ჩვენი ერთ-ერთი ვარიანტი ნამდვილად არის და შეიძლება შემოგვიერთდეს.
შეგახსენებთ, რომ ხეტაფე იბერია 1999-ს თბილისში 26 ნოემბერს დაუპირისპირდება.
სერხიო რამოსის უკანასკნელი კლუბი მონტერეი იყო, რომელიც მან 2025 წლის დასაწყისში დატოვა და მას შემდეგ კლუბის გარეშეა.