იბერია 1999 ეროვნული ლიგის 29-ე ტურში დილას გორში ხვდება და ლიდერთან კვლავ 1 ქულაში დარჩენას შეეცდება.
თავიანთი მატჩები მოიგეს დინამო ბათუმმა (53 ქულა), რუსთავმა (52 ქულა) და დინამო თბილისმა (51) ქულა, იბერიელებს კი ამ მომენტისთვის 49 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციაზე არიან. დილა მე-5 ადგილზეა, 40 ქულით.
უშუალოდ ჩემპიონატის ეგიდით, იბერია დილასთან 2 წელზე მეტია (2024 წლის მაისის შემდეგ) ქულასაც არ კარგავს და ბოლო 9 ურთიერთშეხვედრა ზედიზედ აქვს მოგებული.
დილასა და იბერია 1999-ის შეხვედრა 19:00 საათიდან, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. არბიტრი გიორგი ყრუაშვილია.
ლევან კორღალიძის გუნდი ხუთშაბათს, 22 ოქტომბრის 20:45 საათიდან შვედურ მიალბის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მათი შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.