VIDEO: მჭიდრო ოთხეული - რამდენ ქულაშია დინამო თბილისი ლიდერთან?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თანაქალაქელ სპაერს უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.
ნიკა ნინუამ დინამოელები 21-ე წუთზე დააწინაურა, რასაც ჩემპიონატის მე-9 ადგილოსანმა 64-ე წუთზე, ზურაბ გოლუბიანის გოლით, უპასუხა. ამის შემდეგ პურზიტიდისმა და ვაწაძემ შეაგდეს და 3 ქულა ჩემპიონობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დაიტოვა.
ნინუამ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-16 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 11 ასისტი) შეასრულა, პურზიტიდისისთვის პირველი საგოლე მოქმედებები იყო (გოლთან ერთად, საგოლე პასიც გააკეთა, ხოლო ვეტერანმა ვაწაძემ მე-8 გოლი შეაგდო. რაც შეეხება გოლუბიანს, მას 4 გოლი და 3 ასისტი მოუგროვდა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა ერთპიროვნულ ლიდერ დინამო ბათუმთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა მათ შორის კიდევ ერთი გუნდია - რუსთავი.
1. დინამო (ბათუმი) - 53 ქულა;
2. რუსთავი (რუსთავი) - 52 ქულა;
3. დინამო (თბილისი) - 51 ქულა;
4. იბერია 1999 (თბილისი) - 49 ქულა;
5. დილა (გორი) - 40 ქულა.
23 ოქტომბერს 30-ე ტურის მთავარი მატჩი დავით პეტრიაშვილზე გაიმართება - რუსთავი დინამო თბილისს მასპინძლობს. სპაერი იმავე დღეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ გაგრას მიიღებს.