დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
მისი და გიორგი პაპუნაშვილის ზირა ქაპაზთან სტუმრად 0:1 მარცხდებოდა, 89-ე წუთზე კი ვოლკოვმა ლამაზი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
ქართველი თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონში მე-2 გოლია. გასული სეზონის 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
8 ტურის შედეგებით, ზირას 12 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 5 ქულით ჩამორჩება. 23 ოქტომბერს 8-ქულიან სუმგაითს უმასპინძლებენ.