აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატები გაიმართა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 2 ბრინჯაო) - კობა ქარუმიძე (55 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო ანრი ფუტკარაძემ (77 კგ.) და თორნიკე მიქელაძემ (82 კგ.) მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ასევე 3 მედალი მოიგეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - ვერცხლის მედალს ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ.) დაეუფლა, კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) და სანდრო ყურაშვილი (92 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
აქვე გეტყვით, რომ 24 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრის ჩათვლით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.