საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში იბერია 1999 გასვლაზე გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი ორშაბათს, 19 ოქტომბერს, 19:00-ზე გორში გაიმართება.
ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე გათამაშების ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

ეს წლევანდელ სეზონში იბერიასა და დილას მეოთხე დაპირისპირებაა - წინა სამ წრეში გამართული შეხვედრებიდან მოქმედმა ჩემპიონებმა გორელები სამივე შემთხვევაში დაამარცხეს.
პირველი წრის შეხვედრა 6 მარტს თბილისში გაიმართა, სადაც გუგა ნერგაძის შეგირდებმა გორელები გიორგი ჯინჯოლავას გოლით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოდგა - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჯამში 7 ყვითელი ბარათი აჩვენა.

იგივე ანგარიშით იმარჯვა თბილისურმა კლუბმა 6 მაისს, გორში, მეორე წრის შეხვედრაში. ჯინჯოლავამ კვლავ პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, თუმცა კაპიტნის დარტყმული ამჯერად დავით კერესელიძემ მოიგერია. შეხვედრის ერთადერთი გოლი პაატა ღუდუშაურმა ანდრია ბართიშვილის გადაცემით გაიტანა.

მესამე წრის შეხვედრა თბილისში 17 სექტემბერს გაიმართა - მე-20 ტურის შეხვედრა კვლავ ძალიან დაძაბული, უხეში და დრამატული გამოდგა. დადიანის გატანილ პენალტს 82-ე წუთზე დიუფის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა - შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი კვლავ გიორგი ჯინჯოლავამ დააფიქსირა.
უხვბარათიანი მატჩის 95-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რასაც გორელთა გამბიელი ნახევარმცველის მამინ სანიანგის პროტესტი და გაძევება მოჰყვა, რაც საერთო ჯამში მატჩში ნაჩვენები მე-10 ბარათი იყო.
მატჩის 98-ე წუთზე იბერიას კაპიტანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თბილისელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა.

ეროვნულ ლიგაში იბერიას ბოლო 5 მატჩში 4 მოგება უგროვდება, გორის დილას კი 2 მოგება, 2 წაგება და ერთი ფრე. შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ადგილოსნების მატჩი ორშაბათს, 19 ოქტომბერს, 19:00-ზე გაიმართება.