VIDEO: მნიშვნელოვანი ნაბიჯი უმაღლესისკენ - რა მოხდა კახურ დერბიში?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის მთავარ მატჩში ლიდერმა გარეჯმა კახურ დერბიში თელავს 2:1 მოუგო და უმაღლესი დივიზიონისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
საგარეჯოელები ლაშა კალანდაძის გოლით (მე-13 წუთი) დაწინაურდნენ, მეორე გოლი მათე ქომეთიანმა შეაგდო (90-ე წუთი), თელაველთაგან კი თავი ალეკო ანანიძემ გამოიჩინა (90+2 წუთი).
იმის გამო, რომ გარეჯის კიდევ ერთმა მთავარმა კონკურენტმა, სართიჭალის შტურმმა მარტვილის მერანთან სტუმრად წააგო, ცხრილში საგარეჯოელთა უპირატესობა უკვე 7-ქულიანი გახდა.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 53 ქულა;
2. თელავი (თელავი) - 46 ქულა;
3. შტრუმი (სართიჭალა) - 46 ქულა;
4. მერანი (მარტვილი) - 40 ქულა;
5. სამტრედია (სამტრედია - 40 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 38 ქულა;
7. ბოლნისი (ბოლნისი) - 36 ქულა;
8. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 35 ქულა;
9. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 31 ქულა;
10. გორი (გორი) - 30 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური რჩება. ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ და საგზურის მოპოვებას ამ გზით შეეცდებიან.
მომდევნო ტური 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული - გარეჯი არაგვს ესტუმრება, თელავი კოლხეთს უმასპინძლებს, ხოლო შტურმი ბოლნისს მიიღებს.