ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ლივერპული ენფილდზე ვილიარეალს უმასპინძლებს.
უეფას ოფიციალური გვერდი გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს, სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში კი გიორგი მიქაუტაძესაც ვხედავთ.
ლივერპული - ალისონ ბეკერი; არაუხო, ჟაკე, ვან დაიკი, კერკეზი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; ბარკოლა, ვირცი, გაკპო; ისაკი.
ვილიარეალი - გულაჩი; მოურინიო, პაუ ნავარო, რენატუ ვეიგა, კარლოს რომერო; სანტი კომესანია, სალიბა, გეიე, ალბერტო მორეირო; ჟერარ მორენო, მიქაუტაძე.
ჩემპიონთა ლიგის წინა მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა ნაპოლის გაუტანა, ახლა კი თავის გამოჩენას ენფილდზე შეეცდება.
მერსისაიდელთა სათადარიგო სკამზე იქნება კიდევ ერთი ქართველი გიორგი მამარდაშვილის სახით, თუმცა დღეს მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა.
ლივერპულისა და ვილიარეალის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.