იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
როგორ უნდა მოიქცეს პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

როგორ უნდა მოიქცეს პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

,,იმსახურებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონასთან ძირითად შემადგენლობაში თამაშს? წარსულს თუ გავითვალისწინებთ - დიახ, სეზონის სტარტს თუ შევაფასებთ - არა." - წერს Foot Mercato.


„მისი დონის ფეხბურთელისთვის არასაკმარისი თამაში“ - ასე შეაფასა ფრანგულმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლა შაბათს, სტრასბურგის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში და ქართველ ფეხბურთელს ძალიან დაბალი, 3-ქულიანი შეფასება დაუწერა.


თავის მხრივ, L'Équipe-მა მას „აჩრდილი“ უწოდა, ხოლო Le Parisien-მა მისი თამაში „უმნიშვნელოდ“ შეაფასა.


სად გაქრა ის ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა?


სეზონის დასაწყისში მისი კვალი თითქმის არ ჩანს. საუკეთესო შემთხვევაში, მისი სტარტი წარუმატებლად შეიძლება შეფასდეს, უარეს შემთხვევაში კი - შეშფოთების საფუძვლად.


არადა, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ კვარაცხელიას დასვენებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და სეზონის დასაწყისში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო.


თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება და ლუის ენრიკემ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.


ესპანელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.


სლოვან ბრატისლავასთან კვარაცხელიამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ხოლო მანჩესტერ სიტისთან მოედანზე გამოჩენის შემდეგ დამაჯერებელი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.


მის სასარგებლოდ არც სტრასბურგთან წარუმატებელი თამაში მეტყველებს, სადაც ბურთის დაკარგვას პარიზელთა კარში გაშვებული გოლი მოჰყვა.


სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მარცხენა ფლანგზე მისი მთავარი კონკურენტი ახლა დეზირე დუეა.


მართალია, დუემაც სლოვან ბრატისლავასთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა მას შემდეგ მწვრთნელს სრულიად განსხვავებული პასუხი გასცა და საკუთარი შესაძლებლობები გაცილებით უკეთ წარმოაჩინა.


ისევ დასჯა თუ წახალისება?


ორშაბათს, პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვიტინიამ თანაგუნდელი დაიცვა და მისი სათამაშო ფორმის გაუარესებაზე ისაუბრა.


„ამის ახსნა რთულია. ყველას გვაქვს აღმავლობისა და დაღმასვლის პერიოდები. ვცდილობთ, რაც შეიძლება სტაბილურები ვიყოთ, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ერთ დონეზე თამაში შეუძლებელია.


კარიერის განმავლობაში ყველას აქვს კარგი და ცუდი პერიოდები. იმედი გვაქვს, რომ ხვალ ის და დანარჩენი ფეხბურთელებიც საუკეთესო ფორმაში იქნებიან“, - განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.


მაშ, როგორ უნდა მოიქცეს პსჟ კვარაცხელიასთან დაკავშირებით სამშაბათს საღამოს, ბარსელონასთან გასამართ პრესტიჟულ შეხვედრაში? ამ საკითხზე ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს.


ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბარსელონასთან ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ვიხილოთ კვარაცხელიას, დემბელესა და დუეს შემტევი ტრიო.


ამ მოსაზრებას დამატებით ამყარებს ნუნუ მენდეშის არყოფნა, კვარაცხელიას დაცვითი სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ მარცხენა მცველის დასახმარებლად, რომელსაც ლამინ იამალის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.


მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის სუსტი სტარტის გამო კვლავ უნდა დაკარგოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში, ხოლო დუეს მარცხენა ფლანგზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მიეცეს.


თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონშიც კვარაცხელია საწყის კვირებში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ლიგა 1-ში პირველი გოლი მან მხოლოდ ნოემბერში, მე-12 ტურში გაიტანა.


ჩემპიონთა ლიგაზე ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე შეხვედრაში, ატალანტას წინააღმდეგ გაიტანა, შემდეგ ტრავმის გამო ბარსელონასთან გასვლითი მატჩი გამოტოვა, ხოლო მე-3 შეხვედრაში, ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ, შესანიშნავად ითამაშა.


თუმცა, მაშინ შეტევაში კონკურენცია გაცილებით ნაკლები იყო. ამჯერად კი ბარსელონასთან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ისეთი ფეხბურთელებიც იბრძვიან, როგორებიც ფერან ტორესი და აკლიუში არიან.


მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელის მიმართ მკაცრი მიდგომა გამოიყენა, საინტერესოა, ახლა ხომ არ გადაწყვეტს ესპანელი სპეციალისტი კვარაცხელიას წახალისებას და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას?


კვარა სასტარტოში? პსჟ vs ბარსელონა [სავარაუდო შემადგენლობები]

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოქროს ბურთამდე Onze d'Or - რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთამდე Onze d'Or - რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა სასტარტოში? პსჟ vs ბარსელონა [სავარაუდო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა სასტარტოში? პსჟ vs ბარსელონა [სავარაუდო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟორჟი ენფილდზე - ლივერპული vs ვილიარეალი [სავარაუდო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟორჟი ენფილდზე - ლივერპული vs ვილიარეალი [სავარაუდო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

ოქროს ბურთამდე Onze d'Or - რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია?

News image

15 სთ წინ

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება

News image

1 სთ წინ

კვარა სასტარტოში? პსჟ vs ბარსელონა [სავარაუდო შემადგენლობები]

News image

1 სთ წინ

ჟორჟი ენფილდზე - ლივერპული vs ვილიარეალი [სავარაუდო შემადგენლობები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება