ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და ვითარება ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება.
მართალია, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა სარეიტინგო გამოკითხვებში ის მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებს. ქართველის შანსები მნიშვნელოვნად დააზარალა მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნამ და მიმდინარე სეზონის კატასტროფულმა სტარტმა - 10 შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია.
The Athletic-ის ანალიტიკოსების ბოლო მონაცემებით, ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების ტოპ 5 ასე გამოიყურება:
5. როდრი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა / ესპანეთი) - ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმების მიუხედავად, მუნდიალი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
4. კილიან მბაპე (რეალი / საფრანგეთი) - ფრანგმა ვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეორე ოქროს ბუცი მოიგო.
3. ლამინ იამალი (ბარსელონა / ესპანეთი) - 19 წლის ტალანტი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა ტრავმების გამო მუნდიალზე მხოლოდ 1 გოლი შეაგდო.
2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი / საფრანგეთი) - 24 წლის შემტევმა 53 მატჩში 20 გოლი და ფანტასტიკური 32 საგოლე გადაცემა მიითვალა.
1. ჰარი კეინი (ბაიერნი / ინგლისი) - ინგლისელმა საოცარი სეზონი ჩაატარა და 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა, რითაც მთავარი ფავორიტის სტატუსი მყარად დაისაკუთრა.
როგორც ვხედავთ, კონკურენცია უდიდესია. მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორმა და ლიდერების გიჟურმა სტატისტიკამ კვარაცხელიას შანსები, სამწუხაროდ, მინიმუმამდე დაიყვანა.