ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ევრო 2024 - საქართველოს მეტოქე პორტუგალია
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - საქართველოს მეტოქე პორტუგალია

24 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის ჩემპიონატი დღითიდღე ახლოვდება. adjarabetarena-მ უკვე გაგაცნოთ ტურნირის მასპინძელი გერმანიის, ფავორიტი საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ახლოდან.


ახლა კი ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქისა და ასევე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის პორტუგალიის ნაკრების ჯერია.


პორტუგალიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დომინანტურად წარმართეს. მათი მეტოქეები სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა და ლიხტენშტეინი იყვნენ. რობერტო მარტინესის შეგირდებმა კი ათივე მატჩი მოიგეს, ჯამში 36 გოლი გაიტანეს და სულ რაღაც 2 გოლი მიიღეს საკუთარ კარში.


გუნდმა მარტში ორი ამხანაგური მატჩი გამართა, შვედეთთან (5-2 გამარჯვება) და სლოვენიასთან (2-0 მარცხი).


რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე დაასახელა 26-კაციანი განაცხადი.


განაცხადის მთლიანი ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 1.04 მილიარდი დოლარია.


შემადგენლობის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები რაფაელ ლეაო (90 მილიონი ევრო), ბერნარდუ სილვა და რუბენ დიაში (ორივე 80 მილიონი ევრო) არიან.


პორტუგალიელთა ვეტერანები და ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები ამ ტურნირზე კრიშტიანუ რონალდუ (206 მატჩი), პეპე (136 მატჩი) და რუი პატრისიუ (108 მატჩი) იქნებიან. 



აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გუნდიდან ამ შემადგენლობაში 4 მოთამაშე იქნება: რონალდუ, პეპე, პატრისიუ და დანილო პერეირა.


გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ პორტუგალიელთა საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც არა მარტო თავის ქვეყანაშია გამორჩეული, არამედ ყველაზე მეტი (128 გოლი)

აქვს გატანილი ნაკრებების ისტორიაში.


დიდი სხვაობის შემდეგ სიაში მოდიან ბრუნო ფერნანდეში 20 გოლით, დიოგუ ჟოტა 12 გოლით და ბერნარდუ სილვა 11 გოლით.


რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრების ისტორიას ევროპის ჩემპიონატებზე, ნაკრებისთვის 2024 წლის ევრო ისტორიაში მე-9 იქნება. პირველად გუნდმა კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა 1984 წელს მიიღო. მათ ჯგუფიდან გასვლა ყველა ჯერზე მოახერხეს, 1/2 ფინალში კი 5-ჯერ გავიდნენ. 2004 წელს პორტუგალიელები საკუთარ კედლებში ჩატარებულ ევროზე ფინალში გავიდნენ და საბერძნეთთან დამარცხდენ, 2016 წელს კი საფრანგეთში მასპინძელ გუნდს აჯობეს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონები გახდნენ.


ბოლო ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია 1/8 ფინალურ ეტაპზე ბელგიასთან დამარცხდა.


კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ჩემპიონატებზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გატანილი გოლით ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც არის. ლეგენდარული პორტუგალიელისთვის წლევანდელი ტურნირი მე-6 ევროპის ჩემპიონატი იქნება, რაც ასევე რეკორდია.


პორტუალია ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო გუნდია, რადგან ისინი სწორედ საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჯგუფურ ეტაპზე, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად.



ჩვენი გუნდი მათთან ჯგუფის მე-3 თამაშს 26 ივნისს გამართავს.


პორტუგალიას თურქეთთან ისტორიაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოგება და 2 მარცხი აქვთ. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2022 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, სადაც პორტუგალიელებმა 3-1 იმარჯვეს.


ჩეხებთან სტატისტიკა შემდეგნაირია - 5 მატჩი, 4 მოგება, 1 მარცხი. ბოლო მატჩი 2022 წლის სექტემბერში პორტუგალიის გამარჯვებით 0-4 დასრულდა.


პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებები კი ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2008 წლის მაისში ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი 2-0 დამარცხდა. მაშინ გოლები ჟოაო მოუტინიომ და სიმაო საბროსამ გაიტანეს. ქართველების დღევანდელი შემადგენლობიდან მაშინ მხოლოდ გიორგი ლორია თამაშობდა.


პორტუგალიის ნაკრები, როგორც ქართველებისთვის, ისე სხვებისთვისაც საინტერესო გუნდია და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც ლოგიკურად მიიჩნევა. ამაზე ამ გუნდის შემადგენლობაც მიუთითებს. საინტერესოა, გაიმეორებენ თუ არა ისინი 8 წლის წინანდელ შედეგს და გახდებიან ევროპის ჩემპიონები

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პორტუგალიის ნაკრები
პორტუგალია
ევროპის ჩემპიონატი
ევრო 2024

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრუნო: "რონალდუმ იცის რომ შეცდა, თუმცა თამაშს მის გაძევებამდეც ვაგებდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნო: "რონალდუმ იცის რომ შეცდა, თუმცა თამაშს მის გაძევებამდეც ვაგებდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ მკაცრ დისკვალიფიკაციას გადაურჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ მკაცრ დისკვალიფიკაციას გადაურჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფა რონალდუს ებრძვის? ფანებმა ახალ პოსტერზეც უცნაურობა შენიშნეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფა რონალდუს ებრძვის? ფანებმა ახალ პოსტერზეც უცნაურობა შენიშნეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 ნოე, 2025

ბრუნო: "რონალდუმ იცის რომ შეცდა, თუმცა თამაშს მის გაძევებამდეც ვაგებდით"

News image

25 ნოე, 2025

კრიშტიანუ რონალდუ მკაცრ დისკვალიფიკაციას გადაურჩა

News image

22 ნოე, 2025

ფიფა რონალდუს ებრძვის? ფანებმა ახალ პოსტერზეც უცნაურობა შენიშნეს

News image

16 ნოე, 2025

პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

კომენტარები