საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩს ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენა უმასპინძლებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პორტუგალიასთან მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს 12:00 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საშინაო შეხვედრამდე სამი დღით ადრე, 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.
ამჟამად ცხრილი ასე გამოიყურება:
