ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურული ციგურების გრანპრის სერიის მესამე ეტაპია.
სპორტულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმული ცეკვები წარმატებით შეასრულეს.
მოციგურავეებმა მსაჯებისგან 79.31 ქულა დააგროვეს, რითაც რიტმული ცეკვების შემდეგ საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს. წყვილი თავისუფალ პროგრამასა და მედლებისთვის ბრძოლას მომდევნო დღეს, 7 ნოემბერს განაგრძობს.
ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ 75.05 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება.
პირველ პოზიციაზე იაპონელი მონე ჩიბა (76.08) გავიდა, ხოლო გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 7 ნოემბერს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით ასპარეზობს.