ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურული ციგურების გრანპრი მიმდინარეობს.
სერიის მესამე ეტაპზე, ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ 75.05 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება.
პირველ პოზიციაზე იაპონელი მონე ჩიბა (76.08) გავიდა, ხოლო გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 7 ნოემბერს შეასრულებს.
აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრებიც. სპორტულ ცეკვებში რიტმული ცეკვების შემდეგ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ასევე მეორე ადგილი დაიკავა.