საქართველოს ჩემპიონმა აპოლომ ევროთასის მეორე ტურში საბერძნეთის აპოლონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 21:20 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი ბერძენმა წყალბურთელებმა 3 ბურთით მოიგეს, თუმცა მეორე რვაწუთიან მონაკვეთში საქართველოს ჩემპიონმა თამაში გამოასწორა და პირველი ტაიმი 10:10 დასრულდა.
მესამე მეოთხედი აპოლომ 2 ბურთით მოიგო, ხოლო დასკვნითი მონაკვეთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც დმიტრი ალექსეევის ზუსტმა დარტყმამ თბილისურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში 5 გოლით საუკეთესო სწორედ დმიტრი ალექსეევი იყო. 3-3 გოლი გაიტანეს ვუკ დრაშკოვიჩმა და ნიკოლა მოსკოვმა, 2-2 ბურთი ანდრია ბითაძემ, ფილიპ გარდაშევიჩმა და ნემანია ვიცომ გაიტანეს, ხოლო 1-1 გოლი საბა ტყეშელაშვილმა, სრდან ვუკსანოვიჩმა, დუშან ვასიჩმა და მატია სლადოვიჩმა ჩაიწერეს აქტივში.
მომდევნო მატჩს აპოლო კვლავ თბილისში გამართავს, სადაც ესპანურ ტერასას უმასპინძლებს.