ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ასპარეზობს.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 67.06 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ქართული წყვილი თავისუფალ პროგრამას 7 ნოემბერს წარადგენს.
ჩინეთის გრანპრის შემდგომი განრიგი ასე გამოიყურება:
7 ნოემბერი:
დიანა დევისი - გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) - თავისუფალი პროგრამა
ანასტასია გუბანოვა (ქალები) - თავისუფალი პროგრამა
ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) - თავისუფალი პროგრამა
8 ნოემბერი:
ნიკა ეგაძე (კაცები) - თავისუფალი პროგრამა