ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ევრო 2024 - მოქმედი ჩემპიონი იტალია
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - მოქმედი ჩემპიონი იტალია

25 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

adjarabetarena-ზე ვაგრძელებთ თქვენთვის ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების გაცნობას. გუშინ პორტუგალიაზე გესაუბრეთ, დღეს კი ევროპის მოქმედ ჩემპიონზე ლაპარაკის დროც მოვიდა.


წინა ევროპის ჩემპიონატიდან სამი წელი გავიდა, იტალიის ნაკრებში კი უამრავი რამ შეიცვალა - ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი ჯიჯიო დონარუმა პროგრესში გაჩერდა და პსჟ-ში ძალიან მაგარ მატჩს არასტაბილურით ანაცვლებს. ქომაგებში მისი ასპარეზობა იმდენად იწვევს უკმაყოფილებას, რომ გახშირდა საუბრები, იმსახურებს თუ არა გოლკიპერი ევროპის ჩემპიონატზე სასტარტოში ყოფნას და ხომ არ სჯობს, ტოტენჰემის მეკარე ვიკარიო დააყენონ თერთმეტეულში.


Euro 2020: Italy's goal is in safe hands: The Donnarumma era has started |  Marca


სპალეტიმ იტალიის ნაკრების განაცხადი დაასახელა


წინა ევროპის ჩემპიონატის გმირებიდან მეტნაკლებად ვარსკვლავური დონე ნიკოლო ბარელამ შეინარჩუნა, რომელიც დღემდე ინტერის მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატი სრული დომინაციით მოიგო. დონარუმას მსგავსად, ევროზე ნაჩვენები თამაშის სტაბილურად გაგრძელება ვერ მოახერხა ლეონარდო სპინაძოლამაც, რომელიც წინა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე იყო.


ის კი არა, იტალიის ნაკრებს მას შემდეგ მწვრთნელიც კი შეეცვალა - ევროპის ჩემპიონობიდან მალევე, იტალიას მწუხარება მალევე ეწვია, როცა გუნდი ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. რობერტო მანჩინიმ თანამდებობა მალევე დატოვა და ფულის საშოვნელად საუდის არაბეთში წავიდა, სადაც დღესაც მათ ეროვნულ ნაკრებს წვრთნის. აძურაში კი მისი ადგილი ნაპოლის 33 წლის შემდეგ გამჩეპიონებელმა ლუჩანო სპალეტიმ დაიკავა, რომელიც კლუბიდან თითქოს დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა ზუსტად ორ თვეში ნაკრების შემოთავაზება მიიღო და როგორც თავად ამბობს, ამ მთელი ცხოვრების ოცნებაზე უარის თქმა არ შეეძლო.


მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც ბოლო მატჩი პლეიოფში აძურის გაჩემპიონებულ 2006 წელს აქვს ჩატარებული, ევროპის ჩემპიონატებზე იტალია შორეული 1992 წლის შემდეგ არ გამოგვკლებია. 1996-დან მოყოლებული, გუნდი ტურნირზე გასვლას სულ ახერხებს და ყველაზე კარგ შედეგს ამ პერიოდში სწორედ წინა ევროზე მიაღწია, როცა უემბლიზე გამართულ ფინალურ მატჩში მასპინძელი ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა.


Italy hero Donnarumma named Euro 2020 Player of the Tournament | Goal.com  Kenya


მთლიანობაში იტალიამ ევროპის ჩემპიონატებზე 10-ჯერ ითამაშა და 4-ჯერ ფინალამდე შეძლო მისვლა - 1968 და 2020 მოიგო, 2000 და 2012-ში კი ფინალში დამარცხდა (საფრანგეთთან და ესპანეთთან).


დარჩენილ ექვს მონაწილეობაში სკუადრა აძურას შედეგები ასე ნაწილდება: 


1996 და 2004 ჯგუფში ჩარჩა, 2008 და 2012 მეოთხედფინალში გავარდა, 1980-ში მეოთხე ადგილზე გავიდა, 1988-ში კი ნახევარფინალამდე შეძლო მისვლა.


ევროპის ჩემპიონატებზე იტალიის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ლეონარდო ბონუჩის (18) აქვს ჩატარებული, შემდეგ 17-17 მატჩით ჯიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი მოდიან.


საუკეთესო მეგოლეებს რაც შეეხება, პირველ ადგილს 3 გოლით ბალოტელი და კასანო იყოფენ, ორი გოლი კი ერთბაშად 11 ფეხბურთელს აქვს გატანილი.


კაი, ახლა ისტორიის წიგნი ცოტათი გვერდით გადავდოთ და მოქმედ შემადგენლობას გადავხედოთ:


იტალიის ნაკრების მოქმედი ღირებულება 761 მილიონ ევროს შეადგენს, რაც თითქმის 1 მილიარდით ნაკლებია ყველაზე ძვირადღირებულ ინგლისის ნაკრებზე (1.67 მილიარდი). გუნდი სყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნიკოლო ბარელაა - 75 მილიონით, შემდეგ მოდიან ალესანდრო ბასტონი (70 მილიონი) და ფედერიკო დიმარკო (50 მილიონი). წინა ევროს საუკეთესო ფეხბურთელი ჯიჯიო დონარუმა დღესდღეობით 40 მილიონ ევროდ ფასობს.


არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ, მაგრამ სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - ინტერის წარმომადგენელია, რაც ექსპერტებისთვის სკუადრა აძურას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. გუნდის დაცვის ხაზს ინტერის ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომელმაც ამ სეზონში საუცხოოდ იასპარეზა და დაცვაშიც ძალიან საიმედო იყო. ამიტომ, სპალეტის არაფრის მოფიქრება არ სჭირდება - გადახედოს სიმონე ინძაგის მექანიზმს და გადაიწეროს, როგორც ხუთოსანი კლასელის საკონტროლო. თუმცა, პრობლემას ამ შემთხვევაში ის წარმოადგენს, რომ ინძაგი 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, სპალეტის კი ის არასდროს არ უყვარდა.


დღევანდელი იტალიის ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დონარუმაა, რომელსაც გუნდში 61 მატჩი აქვს ჩატარებული. შემდეგ მოდიან ბარელა (53), ჟორჟინიო (52) და კიეზა (45).


საუკეთესო ბომბარდირს რაც შეეხება, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მოქმედი შემადგენლობიდან ყველაზე მეტი გოლი ბარელას აქვს გატანილი (9), შემდეგ მოდიან ელ შაარავი (7) და კიეზა (7).


Italian Media Heaps Praise On Inter Midfielder Nicolò Barella For EURO 2020  Performances


გზა ევრომდე


საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალია ინგლისის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის და მალტას ჯგუფში მოხვდა და იმდენი მოახერხა, რომ პლეი-ოფში ჩავარდნამდე ზუსტად 1 გოლი დააკლდა. ბოლო ტურში, უკრაინა ნომინალური მასპინძლის როლში იტალიელებს გერმანიაში მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში საგზურს პირდაპირ მოიპოვებდა, თუმცა სპალეტის შეგირდებმა ნულოვანი ფრე შეინარჩუნეს და უკეთესი ბურთების სხვაობის გამო მეორე ადგილი დაიკავეს, უკრაინელები კი პლეი-ოფის სათამაშოდ გაუშვეს. 


გუნდმა ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით, 2 ფრით და 2 მარცხით დაასრულა. ორივე მარცხი გუნდმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ იწვნია (1:2, 1:3), ფრეები კი უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა. 


ჯგუფი ევროზე


იტალიის ნაკრები ევრო 2024-ზე სიკვდილის ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან. პირველ მატჩს გუნდი ალბანეთის წინააღმდეგ 15 ივნისს გამართავს, მეორეს 20-ში ესპანეთთან, ჯგუფს კი 24-ში ხორვატიით დახურავს.


ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ იტალიას ისტორიაში 40 მატჩი აქვს ჩატარებული - 12 მოიგო, 13-ჯერ ფრე ითამაშა და 15-ჯერ დამარცხდა


ხორვატიასთან გუნდის შედეგები კიდევ უფრო ცუდია - 9 მატჩი, 1 მოგება, 5 ფრე, 3 მარცხი


ალბანეთის წინააღმდეგ კი სკუადრა აძურას 100%-იანი შედეგი აქვს - 4 მატჩი, 4 მოგება.


იხილეთ წინა ნაკრებები: 


მასპინძელი გერმანია


ფავორიტი საფრანგეთი


ფავორიტი ინგლისი


საქართველოს მეტოქე პორტუგალია

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
იტალია
იტალიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

1998 წლის შემდეგ პირველად - ნორვეგია მუნდიალზე გავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

1998 წლის შემდეგ პირველად - ნორვეგია მუნდიალზე გავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტი: "კიდევ ერთი მუნდიალი იტალიის გარეშე ტრაგედია იქნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტი: "კიდევ ერთი მუნდიალი იტალიის გარეშე ტრაგედია იქნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს თქვენ, ჟურნალისტებმაც კარგად იცით", - ბუფონი გატუზოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს თქვენ, ჟურნალისტებმაც კარგად იცით", - ბუფონი გატუზოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გატუზომ პლეიოფის წილისყრის შედეგები შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გატუზომ პლეიოფის წილისყრის შედეგები შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 ნოე, 2025

1998 წლის შემდეგ პირველად - ნორვეგია მუნდიალზე გავიდა

News image

03 დეკ, 2025

ტოტი: "კიდევ ერთი მუნდიალი იტალიის გარეშე ტრაგედია იქნება"

News image

22 ნოე, 2025

"ეს თქვენ, ჟურნალისტებმაც კარგად იცით", - ბუფონი გატუზოზე

News image

21 ნოე, 2025

გატუზომ პლეიოფის წილისყრის შედეგები შეაფასა

კომენტარები