ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ჯგუფში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
ბულგარეთისა და ლუქსემბურგის მატჩში (1:2), რომელიც ლუქსემბურგელთა გამარჯვებით დასრულდა, მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორივე ქვეყნის ეროვნული ნაკრების განაცხადში ოთხი ისეთი ფეხბურთელი ირიცხებოდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, მათგან სამმა კი მოედანზე შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან, შეუცვლელად ჩაატარა.
ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში ბათუმის დინამოს მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი ირჯებოდა. რაც შეეხება ლუქსემბურგის ნაკრებს, მათი რიგებიდან მოედანზე ბათუმური კლუბის კიდევ ორი ლეგიონერი გამოჩნდა – ცენტრალური მცველი ენეს მაჰმუტოვიჩი და მარცხენა მცველი დირკ კარლსონი, რომლებმაც ასევე სრულად ჩაამთავრეს შეხვედრა.
ამავე ნაკრების განაცხადში იყო თბილისის იბერიის უკანახაზელი ვაჰიდ სელიმოვიჩიც, თუმცა ის სათადარიგო სკამზე დარჩა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.