VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე სტუმრად ნორვეგიას მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში პორტუგალიამ სტუმრად ნორვეგია 2:1 დაამარცხა.
ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა მატჩი თავისი კაპიტნისა და ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გამართა, რომელმაც მთელი შეხვედრა თადარიგში გაატარა.
გოლებით თავის გამოჩენა კი ჟოაო ფელიქსმა და გონსალუ რამოშმა მოახერხეს. ნორვეგიის რიგებში თავისი გოლი ჰალანდმა შეაგდო, რომელიც მისი გუნდისთვის ქულის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ნორვეგია კი 3 ქულით მეორე ადგილზეა.
შემდეგ ტურში პორტუგალიელები სტუმრად დანიას დაუპირისპირდებიან, ნორვეგია კი უელსს ეწვევა, რომელიც 2 ტურის შემდეგ ქულის გარეშეა და ბოლო ადგილზე იმყოფება.