ჟოაო ფელიქსმა კრიშტიანუ რონალდუს მოახლოვებულ მე-1000 გოლზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე 41 წლის სუპერვარსკვლავს 979 გოლი აქვს გატანილი და საიუბილეო ნიშნულამდე 21 გოლი აკლია.
„როცა მას 1000-მდე ერთი გოლი დააკლდება, მოედანზე ბურთით რომ ვიქნები, ყველა მომენტში მას მოვძებნი თვალებით, რომ რამენაირად პასი მივცე.
ეს გოლი ისტორიაში შევა." - აღნიშნა პორტუგალიელმა შემტევმა, რომელიც დღეს თავისი გოლით პორტუგალიას ნორვეგიასთან გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე სტუმრად ნორვეგიას მოუგო