• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უკრაინასთან მატჩის დღე - სვანაძე დებიუტისთვის ემზადება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

უკრაინასთან მატჩის დღე - სვანაძე დებიუტისთვის ემზადება

44 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხის დავიწყებას შეეცდება.


აწ უკვე რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელმაც გათამაშება მნიშვნელოვანი საგარეო გამარჯვებით დაიწყო.


,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი მატჩი ისტორიაში პირველად წააგო. პარასკევს ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრის ბედი მეტოქის ძალიან გვიან გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.


ეს საქართველოსთვის 2026 წელს პირველი მარცხი იყო (2 მოგება, 2 ფრე).


აღნიშნული ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია 2022 წლის შემდეგ საქართველოსთვის მხოლოდ მე-2 ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა ოთხივე შეხვედრა ამხანაგური გახლდათ.


ოფიციალურ მატჩებში ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წააგო (1 მოგება) და ამ პერიოდში 16 გოლი გაუშვა, ფრანგი სპეციალისტი კი გუნდს დაემშვიდობა და მისი ადგილი რამაზ სვანაძემ დაიკავა.


ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს თბილისში რეაბილიტაციის კარგი შანსი აქვს, საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 20 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 5 წააგო (10 მოგება, 5 ფრე).


უკრაინამ ზედიზედ მე-3 სეზონი B ლიგაში უნგრეთის სტუმრად 1:0 დამარცხებით დაიწყო. ეს ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მალდერასთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.


მან გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც უკრაინა მარტში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში შვედეთთან დამარცხდა.


მალდერას ხელმძღვანელობით უკრაინამ 4 მატჩიდან 3 მოიგო და სამივე გამარჯვებისას კარი მშრალად შეინახა, ხოლო 1 შეხვედრა წააგო.


ახლა მისი ამოცანაა, უკრაინას ზედიზედ 2 ოფიციალური საგარეო მატჩი მოაგებინოს, რაც გუნდს 2024 წლის მარტის შემდეგ არ გაუკეთებია.


უკრაინელები A ლიგაში დაბრუნებას პირველად 2020/21 წლების სეზონის შემდეგ ცდილობენ.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


უკრაინა საქართველოსთან ჩატარებულ წინა 11 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 7 მოგება და 4 ფრე.


საინტერესოა, რომ ოთხივე ფრე საქართველოში გამართულ შეხვედრებში დაფიქსირდა. უკრაინას საქართველოსთან სტუმრად 2 მატჩი აქვს მოგებული.


ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება საქართველოში ერთა ლიგის 2024 წლის გათამაშებაში ფრედ დასრულდა.


საინტერესო სტატისტიკა და სერიები


საქართველოს ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან რვაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.


საქართველოს მიერ 2026 წელს გაშვებული ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.


უკრაინის ბოლო 8 მატჩიდან ერთა ლიგაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დასრულდა პირველი ტაიმი უგოლოდ.


უკრაინის მიერ ოფიციალურ მატჩებში ბოლოს გაშვებული 13 გოლიდან 10 მეორე ტაიმში გავიდა.


შემადგენლობები


საქართველო და უკრაინა პირველ ტურში ამ სასტარტო შემადგენლობებით გამოვიდნენ მოედანზე.


საქართველო - მამარდაშვილი; გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ხარებაშვილი; კვერნაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია


უკრაინა - რიზნიკი; კრუპსკი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო; ციგანკოვი, ოჩერეტკო, ბრაჟკო, სუდაკოვი; სიკანი, ვანატი


თუმცა ისიც სათქმელია, რომ პირველ ტურში ეროვნული გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი იყო, ახლა კი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩს რამაზ სვანაძე ჩაატარებს, რომელიც სავარაუდოა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს.


საქართველოსა და უკრაინის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.


საქართველო vs უკრაინა - ვინ იქნება მთავარი მსაჯი?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
უკრაინა
უკრაინის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სპარტაკ სტეფლიანის საფეხბურთო გზა საფრანგეთამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სპარტაკ სტეფლიანის საფეხბურთო გზა საფრანგეთამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავის პირველი გამარჯვება - ნიდერლანდებმა გასვლაზე რთული მატჩი მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავის პირველი გამარჯვება - ნიდერლანდებმა გასვლაზე რთული მატჩი მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სენსაციური მარცხი საბერძნეთთან - კლოპი ნაკრებში მძიმედ იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სენსაციური მარცხი საბერძნეთთან - კლოპი ნაკრებში მძიმედ იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე სტუმრად ნორვეგიას მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე სტუმრად ნორვეგიას მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

სპარტაკ სტეფლიანის საფეხბურთო გზა საფრანგეთამდე

News image

30 წთ წინ

ჩავის პირველი გამარჯვება - ნიდერლანდებმა გასვლაზე რთული მატჩი მოიგო

News image

16 წთ წინ

VIDEO: სენსაციური მარცხი საბერძნეთთან - კლოპი ნაკრებში მძიმედ იწყებს

News image

10 წთ წინ

VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე სტუმრად ნორვეგიას მოუგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება