VIDEO: სენსაციური მარცხი საბერძნეთთან - კლოპი ნაკრებში მძიმედ იწყებს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე სენსაციურად საბერძნეთთან 0:1 დამარცხდა.
პირველ მატჩში ნიდერლანდებთან კლოპის გუნდმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა, როცა ნიდერლანდებმა ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრეს.
სადებიუტო გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი ბუნდესნაკრების ახალ მწვრთნელს საკუთარ მოედანზე, საბერძნეთთან მატჩში ჰქონდა, თუმცა ვერც აქ შეძლო მატჩის მოგება.
მატჩის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე დიმიტრიოს კურბელისმა გაიტანა, რის შედეგადაც გერმანიას კლოპთან ერთად გამართულ პირველ ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს ანგარიშზე.
შემდეგ მატჩს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ასევე საკუთარ მოედანზე სერბეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს. ჯგუფის ლიდერი კი საბერძნეთია, რომელმაც გერმანიასთან მოგებამდე სტუმრად 2:1 სერბეთს მოუგო.