მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტში, ერთა ლიგაზე სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის 25-კაციანი განაცხადი დაასახელა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი სომხეთთან მატჩებისთვის ცნობილია
სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ლუკა 2004 წლის 18 მარტს ხაშურში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში ხაშურის ივერიაში დაიწყო, 2 წლის შემდეგ კი დინამო თბილისის აკადემიაში გადავიდა, სადაც მისი გზა დაიწყო პროფესიონალური ფეხბურთისკენ.
ლაცაბიძის დებიუტი დინამოს მთავარ გუნდში 2022 წლის აგვისტოში შედგა საქართველოს თასზე, სამტრედიასთან მატჩში, როცა ის 18 წლის იყო. აღნიშნული სეზონის ბოლოს ლუკა ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო 19 წლამდე ფეხბურთელად დასახელდა.
2024 წლის თებერვალში დონეცკის შახტარმა ახალგაზრდა მცველი დინამო თბილისიდან 700 ათას ევროდ შეიძინა, შემდგომ კი ოდესის ჩერნომორეცში იჯარის წესით გადავიდა, სადაც დღემდე თამაშობს.
ლუკას 21-წლამდელთა ნაკრებში 2 სრული მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე ხორვატიის ნაკრებთან, რომელიც ევრო 2025-ზე გასასვლელ პლეიოფში შედგა, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა ორმატჩიან დუელში იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ლაცაბიძემ გადამწყვეტ პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები