მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტში, ერთა ლიგაზე სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.
სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
დისკვალიფიკაციის გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი ზარია (კაირათი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი)
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 20 მარტს (21:00) სტუმრად, სომხეთში გამართავს, 23 მარტს (18:00) კი მეტოქეს დინამო არენაზე ვუმასპინძლებთ.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტი - ლუკა ლაცაბიძე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები