ბაიერნის საკალათბურთო კლუბის ოფიციალური გვერდის განცხადებით, გერმანიის ჩემპიონმა ამერიკელი ფლეიმეიქერი კამარ ბოლდუინი დაიმატა.
ბოლდუინმა გასული სეზონი ბასკონიას შემადგენლობაში ითამაშა და მონაწილეობა ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში მიიღო.
27 წლის გამთამაშებელმა მიუნხენურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ამერიკელი საქართველოს ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელია, რომელიც მონაწილეობას ევრობასკეტ 2025-ზეც მიიღებს.
"ძალიან აღტაცებული ვარ მიუნხენზე. მწვრთნელმა და გენერალურმა მენეჯერმა დიდი მცდელობა გასწიეს ჩემს მოსაყვანად." - განაცხადა ბოლდუინმა.
კამარს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2021-22 წლებში გიოტინგენში ასპარეზობდა.