8-16 აგვისტოს თბილისში FIBA-ს 16-წლამდელთა ევრობასკეტი გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, რომელიც 4 ჯგუფში იქნება გადანაწილებული.
მატჩები თბილისი არენასა და ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. N15ა) გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ჯგუფი A - ესტონეთი, ლიეტუვა, თურქეთი, ისრაელი
ჯგუფი B - შვეიცარია, საფრანგეთი, ფინეთი, სლოვენია
ჯგუფი C - საქართველო, ესპანეთი, გერმანია, სერბეთი
ჯგუფი D - რუმინეთი, იტალია, ლატვია, საბერძნეთი
საქართველოს ნაკრების 8 აგვისტოს ესპანეთს დაუპირისპირდება, 9 აგვისტოს - სერბეთს, 10 აგვისტოს კი - გერმანიას. სამივე მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.
12 აგვისტოს მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება, სადაც აღნიშნული ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 16 აგვისტოს ჩათვლით ტურნირზე 1-16 ადგილებზე გასული გუნდები გაირკვევა.
გასულ წელს საქართველოს 16-წლამდე გუნდმა მე-13 ადგილისთვის მატჩში პოლონეთი 75-57 დაამარცხა.
