ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა.
4 სექტემბერს ჩვენი ნაკრები თურქეთს, 7-ში კი ბულგარეთს დაუპირისპირდება, ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის
ეროვნული ნაკრების სექტემბრის განაცხადში ორი დებიუტანტია - გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე.
ორივე ფეხბურთელი 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, აბუაშვილს 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლი გაიტანა, ლომინაძემ კი 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ ორივე ფეხბურთელმა კლუბი ამ ზაფხულს შეიცვალა - ლომინაძე პორტუგალიურ ეშტორილს შეუერთდა, აბუაშვილი კი ფრანგულ მეცს.