საქართველოს რაგბის U18 ნაკრებმა საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი დღეს სამხრეთ აფრიკაში გამართა.
ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისის U18 ნაკრები იყო. საქართველომ პირველი ტაიმი 13-21 დათმო. მეორე ტაიმში კი ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და შეხვედრა 35-31 მოიგეს.
ქართველთა მხრიდან ლელოები კვირიაშვილმა, ღვინჯილიამ, ჩხორთოლიამ, მუშკუდიანმა და შულაიამ მიითვალეს.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო.
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. ლუკა შულაია (ლელო), 20. ზაზა ლეჟავა (აია); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გოგა ბერიძე (ბათუმი), 24. ტატო ტალახაძე (ლელო), 25. გიორგი მუშკუდიანი (აია), 26. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
საქართველო მომდევნო თამაშებს სამხრეთ აფრიკა ა-სა (12 აგვისტო) და ირლანდიის (16 აგვისტო) წინააღმდეგ გამართავს.