რაღაც მომენტში რომან დოლიძე ფიქრობდა, მას რობერ უიტეკერთან უნდა ებრძოლა. ამაზე მან ენტონი ერნანდესთან ბრძოლის წინ ისაუბრა.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი მეუბნებოდნენ, რომ უიტეკერთან უნდა მებრძოლა, მაგრამ როცა უიტაკერისა და დე რიდერის ბრძოლა გამოაცხადეს, შემდეგ დღეს Fluffy (ენტონი ერნანდესი) გამომიგზავნეს.
მიუხედავად ერთმანეთთან ბრძოლისა, ქართველმა მებრძოლმა თქვა, რომ ისიც და ერნანდესის რეიტინგით უკეთეს ბრძოლებს იმსახურებდნენ.
"ვფიქრობ, ჩვენ უკეთეს მეტოქეებს ვიმსახურებთ, რეიტინგში უფრო მაღლა მყოფებს, მაგრამ როგორც არის, არის. ორგანიზაციით მაინც კმაყოფილი ვარ, მე იმ ბრძოლას ვიღებ, რასაც მთავაზობენ."
უიტაკერთან ბრძოლა კი დოლიძეს აღარ აინტერესებს.
"ვფიქრობ, ამ მომენტისთვის უიტეკერი ჩემი სამომავლო კარიერისთვის ისეთი საინტერესო აღარ არის. ამ გამარჯვების შემდეგ, ვინმე ტოპ ხუთიდან უნდა მივიღო."
დოლიძემ ერნანდესიც შეაქო.
"ის ძალიან კარგ მეტოქეებს შეხვდა და ძალიან კარგი მებრზოლი და ადამიანია. მას სასტუმროში შევხვდი.
ვფიქრობ, მას კარგი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ მას ჩემნაირი გრეპლინგის მქონესთან არავისთან უბრძოლია. ყველამ ვიცით, რომ მას კარგი კარდიო აქვს და მიწაზე კონტროლი მოსწონს, მაგრამ მე ძალიან აქტიური არ ქვემოთ და მოსვენების საშუალებას არავის ვაძლევ."
რომან დოლიძისა და ენტონი ერნანდესის ბრძოლა 10 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 03:00 საათზე დაიწყება.
"მომზადება დასრულდა" - რომან დოლიძე ვიდეოს ავრცელებს