ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ ჩარლზ ოლივეირა ოქტაგონს უბრუნდება.
UFC-ის ოფიციალური ცნობით, ბრაზილიელი მებრძოლი თავის მომდევნო ბრძოლას 11 ოქტომბერს გამართავს.
ოლივეირას მეტოქე მსუბუქი წონის დაპირისპირებაში რაფაელ ფიზიევი იქნება. ბრძოლა ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართება. ჩარლზის თქმით, ოქტომბერში ბრაზილიაში ბრძოლის გამართვა თავად სთხოვა UFC-ს.
"დანა უაით, ჰანტერ შონ შელბი. მადლობა ჩემი თხოვნის გათვალისწინებისთვის. დიდი ხანია ბრაზილიაში არ მიჩხუბია და იქ ბრძოლის გამართვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
ოლივეირა ილია თოფურიასთან მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ივნისში დამარცხდა. ქართველმა ბრაზილიელი პირველ რაუნდში გათიშა.